12:17:12     01-12-2015
სროლა ვარკეთილში - თავდამსხმელმა სუპერმარკეტი "ნიკორა" დააყაჩაღა
თბილისში სუპერმარკეტი "ნიკორა" დააყაჩაღეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს რამდენჯერმე ესროლა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "კურიერი" იუწყება, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. 51 წლის გელა ღარიბაშვილს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული და მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იმყოფება.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცი მაღაზიაში გვიან ღამით შეიჭრა და დაცვის თანამშრომელს 7-ჯერ ესროლა. ნასროლი იყო მოლარის მისამართითაც. სუპერმარკეტში ყოფნის პერიოდში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაახლოებით 15-ჯერ გაისროლა. მან 250-მდე ლარის წაღება შეძლო.
სამართალდამცველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
0