რუსეთმა სირიაში დასახლებული რაიონი დაბომბა - დაღუპულია 60-მდე ადამიანი რუსეთმა სირიაში დასახლებული რაიონი დაბომბა - დაღუპულია 60-მდე ადამიანი />


  09:40:11     30-11-2015

რუსეთმა სირიაში დასახლებული რაიონი დაბომბა - დაღუპულია 60-მდე ადამიანი

a45541.jpg

რუსეთი სირიაში საჰაერო იერიშებს აგრძელებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამჯერად რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა იდლიბის დასახლებულ რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ჭურვი ქალაქ არიხას ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქდა, რასაც 40-დან 60-მდე მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა.

როგორც ტელეკომპანია “ალ-ჯაზირა” იუწყება, დაბომბვისას კასეტური ჭურვები იქნა გამოყენებული. საჰაერო ოპერაციებს რუსეთი სირიაში 30 სექტემბრიდან ახორციელებს.

0

ავტორი: