17:26:31     27-11-2015
მეჭიაური: ჭაჭის არაყი არ გაძვირდება

„აქციზი იზრდება მხოლოდ ვისკი, ჯინი, რომი, ხორბლის არაყი და ა.შ. მაგრამ ფასის გაზრდა არ ეხება, ღვინოს, კონიაკს და არ ეხება ჭაჭას”, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, უცნაური განცხადებებით ცნობილი თამაზ მეჭიაური.
შეგახსენებთ რომ მალე მთავრობა აქციზზე ფასების მომატებას აპირებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს გაძვირებას.
თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება „დათმობაზე მიდის“ და როგორც მეჭიაური გვარწმუნებს „ჭაჭის არაყზე“ ფასი არ გაიზრდება.
ქართული ოცნების წევრი, მეჭიაურის თანამოაზრე გუგული მაღრაძე კი ამბობს რომ "თუ სიგარეტი გაძვირდება, ზალიანაც კარგი".
0