13:31:09     26-11-2015
გვიან ღამით ფოთში რეიდები ჩატარდა - მიზეზები არ კონკრეტდება

გვიან ღამემდე ამოწმებდნენ მანქანებს ფოთში. სამართალდამცველები ავტომანქანების მძღოლებს აჩერებდნენ, მათი ვინაობით ინტერესდებოდნენ, ითხოვდნენ მგზავრთა დოკუმენტაციასაც.
რეიდებში ჩართული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ინტენსიური შემოწმების მიზეზი სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ. ანალოგიური რეიდები მიმდინარეობდა გურიაშიც.
0