00:36:33     26-11-2015
სირიის საზღვართან რუსეთმა თურქეთის ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა
თურქული მედიის ცნობით, რუსეთმა სირიის საზღვართან თურქეთის ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა. შვიდი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი დაიჭრა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტი თურქეთის ქალაქ ქილისიდან საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაფიქსირდა. აფეთქებები მოხდა 20 სატვირთო ავტომანქანისგან შემდგარ კოლონაში. ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთს ეკუთვნოდა.შეგახსენებთ რომ თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქულმა სამხედრო ავიაციამ მის საჰაერო სივრცეში უხეშად შეჭრული რუსული ბომბდამშენი - სუ-24 ჩამოაგდო.
0