23:30:33     24-11-2015
ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეების დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს

ვაზისუბანში, ზურაბ პატარაიას ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
შსს–ს განცხადებით, გამოძიება 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
საქმის ადვოკატის მანუჩარ სიმინტიას თქმით, არსებობს სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებიც სიმართლეს დაადგენს.
0