სირიაში რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს სირიაში რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს />


  22:12:17     24-11-2015

სირიაში რუსულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

a45349.jpg

სირიის ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენს ცეცხლი იმ დროს გაუხსნეს, როცა ის რუსული "სუ-24"-ის აფეთქებისას გადარჩენილ პილოტებს ეძებდა. ფაქტს სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის საბჭო ადასტურებს.მათი ინფორმაციით თვითმფრინავზე თავდასხმა სირიელი აჯანყებულების მიერ მოხდა. მას ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხიდან ესროლეს.

"ჰეზბოლას" დაჯგუფების წარმომადგენლები უარყოფენ თვითმფრინავზე თავდასხმის ფაქტს, მათი ინფორმაციით, მან აუცილებელი ავარიული დაშვება განახორციელა ლატიკას პროვინციაში და მგზავრები უვნებლად არიან.

"სუ-24"-ს თურქულმა მხარემ მას შემდეგ შეუტია, რაც მან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია და რამდენიმე გაფრთხილებას არ უპასუხა. რაც შეეხება ოფიციალური მოსკოვის პოზიციას, მისი ინფორმაციით თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ ინცინდენტს "ტერორისტების თანამზრახველების დარტყმა" უწოდა.

"ეს შემთხვევა ტერორიზმთან ბრძოლის ნორმალური ჩარჩოდან გადის. რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედროები ტერორიზმის წინააღმდეგ გმირულად იბრძვიან, მაგრამ დღევანდელი დანაკარგი არის ზურგში დარტყმა, რომელიც ტერორისტების თანამზრახველებმა განახორციელეს. სხვანაირად არ შემიძლია, აღვწერო. ჩვენი თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს თურქეული F-16-ით. ის ჩამოვარდა სირიის ტერიტორიაზე, თურქეთიდან 4 კილომეტრის დაშორებით. თურქეთისთვის ჩვენი პილოტები და თვითმფრინავი საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ეს აშკარაა. ჩვენი სამხედროები ებრძვიან ტერორისტებს სირიის ჩრდილოეთით, ლატაკიაში.

ყველაფერს გავაანალიზებთ, დღევანდელ ტრაგიკულ შემთხვევას ექნება მნიშვნელოვანი შედეგი, რაც, მათ შორის, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე აისახება. თურქეთს ყოველთვის ვთვლიდით მეგობარ სახელმწიფოდ. არ ვიცი, დღევანდელი შემთხვევით ვინ იყო დაინტერესებული, ჩვენ ნამდვილად არა. და იმის ნაცვლად, რომ თურქული მხარე ჩვენ დაგვკავშირებოდა დაუყოვნებლივ, NATO-ს მოკავშირეეებს მიმართა, თითქოს ჩვენ ჩამოვაგდეთ მათი თვითმფრინავი და არა მათ ჩვენი.

სურთ, რომ NATO ISIS-ს ემსახუროს? გასაგებია, რომ ყველა ქვეყანას თავისი რეგიონული ინტერესები აქვს და ამას ყოველთვის პატივს ვცემდით, მაგრამ ასეთ კრიმინალურ შემთხვევებს ჩვენ არ დავუშვებთ. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იპოვის ძალას, რომ ერთად ვებრძოლოთ ბოროტებას", - თქვა პუტინმა.

ბრიუსელში კი დღეს ელჩების სპეციალური სხდომა გაიმართება. სხდომაზე თურქეთის წარმომადგენლები, რომელიც ალიანსის წევრია,  მოკავშირეებს ინციდენტის შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან. 0

ავტორი: