16:49:04     24-11-2015
საფრანგეთში ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი დააკავეს - ალაპარაკდება თუ არა, გაიდამაკი?

ფრანს პრესის ინფორმაციით, რუსი ბიზნესმენი, არკადი გაიდამაკი დააკავეს. გაიდამაკის ადვოკატ პოლ კლუგმანზე დაყრდნობთ სააგენტო წერს რომ ის ჟანდარმერიას ჩაბარდა.
შეგახსენებთ, გაიდამაკი ერთერთი ბრალდებული იყო სკანდალურ "ანგოლაგეითის საქმეში". მას ფრანგულმა სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სისხლის სამართლის მასალების მასალების მიხედვით, გაიდამაკსა და მის თანამზრახველებს ბრალად ედებათ რუსული იარაღის მიყიდვა ანგოლელი დიქტატორის, დუშ სანტოსის რეჟიმისთვის 1993-98 წლებში და უკანონო შემოსავლების - მილიონობით დოლარის გათეთრება.
საფრანგეთის სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ანგოლაში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში, დიქტატორ ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში საფრანგეთში იარაღის დიდი პარტიის შესყიდვას აპირებდა, ფრანგებისგან უარი მიიღო.
უარის შემდეგ კი, ანგოლას ხელისუფლება ფრანგ ბიზნესმენს, ვინმე პიერ ფალკონს დაუკავშირდა, რომელმაც არკადი გაიდამაკთან ერთად ანგოლაში აღმოსავლეთ ევროპიდან დიდი ოდენობით იარაღი შეიტანა.
საქმის მასალების მიხედვით, შეიარაღების ღირებულება 790 მილიონ დოლარს აღემატებოდა და მასში 150 ათასი ჭურვი, 12 ვერტმფრენი და ექვსი სამხედრო ხომალდი შედიოდა.
აღსანიშნავია რომ სკანდალებით ცნობილი არკადი გაიდამაკი ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. ის წლების განმავლობაში იყო ოლიგარქის ბიზნეს-პარტნიორი.
ერთერთი ვერსიით, „ანგოლაგეითის“ საქმეში ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებდა, თუმცა, ფრანგმა სამართალდამცველებმა, გამოძიების იმ ეტაპზე, საკმარისი მტკიცებულებები ვერ შეაგროვეს.
თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ გაიდამაკის დაკავება-ჩაბარების შემდეგ, „ანგოლაგეითის“ საქმეში ახალი გარემოებები აღმოჩნდეს.
0