„ლიბერთი ბანკმა“ პედაგოგები დააჯილდოვა „ლიბერთი ბანკმა“ პედაგოგები დააჯილდოვა />


  14:33:42     24-11-2015

„ლიბერთი ბანკმა“ პედაგოგები დააჯილდოვა

a45338.jpg

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში „ლიბერთი ბანკის“ დირექტორმა არმენ მატევოსიანმა  Gift card-ით დაასაჩუქრა კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები, რომლებმაც საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციების შესახებ საუკეთესო ნაშრომები წარმოადგინეს.

„ლიბერთი ბანკთან“ ერთად წლევანდელი კონფერენციის პარტნიორები „ინტელი“, „მაიკროსოფტი“, „ესაბი“ გახლდათ და 250 პედაგოგმა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. 0

ავტორი: