22:29:31     22-11-2015
შოკოლადის ფონდანის რეცეპტი - უგემრიელესი დესერტი

მოსამზადებლად დაგვჭირდება:
90 გ. შავი შოკოლადი;
2 ც. კვერცხი;
65 გ. კარაქი;
75 გ. შაქარი;
40 გ. ფქვილი.
მომზადება:
გაადნეთ შოკოლადი, დაამატეთ დაჭრილი კარაქი და დაელოდეთ იქამდე, სანამ კარგად არ შეზავდება;
ათქვიფეთ შაქარი კვერცხთან ერთად და დაამატეთ შოკოლადის მასა, ასევე დაამატეთ ფქვილი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს;
წაუსვით კექსის ფორმებს ცოტა კარაქი და ჩაასხით შოკოლადი 3/4-ზე. 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ჩააწყეთ ფორმები 15 წუთის განმავლობაში. ფონდანის კიდეები ხრაშუნა უნდა გამოვიდეს, ხოლო გული თხევადი დარჩეს.
გემრიელად მიირთვით!