თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს />


  15:05:48     19-11-2015

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

a45132.jpg

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მას ყელი გამოჭრეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მუშაობდნენ  კრიმინალისტებიც, რომლებმაც შემთხვევის ადგილი უკვე დატოვეს, გვამი პროზექტურაშია გადასვენებული.

შსს-ს ინფორმაციით, მოკლული 30 წლის მამაკაცია, უკვე მოხდა მისი იდენტიფიცირება, თუმცა სახელი და გვარი გამოძიების ინტერესების გამო არ ხმაურდება, ასევე უცნობია რა მუხლით იძიებს შსს დანაშაულს.

სამართალდამცველებმა იმ რესტორნის თანამშრომლებიც დაკითხეს, რომელიც შემთხვევის ადგილთანაა ახლოს, თუმცა მათი განცხადებით ეს პირი არ შეუნიშნავთ.

0

ავტორი: