20:34:42     18-11-2015
“ძარცვის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა”,- "პროკრედიტბანკის” თანამშრომელი
თბილისში, პეკინის #25-ში “პროკრედიტ ბანკის” ფილიალი სავარაუდოდ, სათამაშო იარაღის გამოყენებით დააყაჩაღეს. ამის შესახებ “რუსთავი 2″ -თან ბანკის მარკეტინგის განყოფილების უფროსი ნატო ბოჭორიშვილი აცხადებს.
“უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული, არავინ დაშავებულა. ძარცვის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რაღაც იარაღი ჰქონდათ. სავარაუდოდ, იარაღი ნამდვილი არ იყო”,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, “თანხა წაღებულია სამივე ვალუტაში”, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
primetimenews.ge
0