16:12:44     18-11-2015
Telecom Italia Sparkle აფართოებს Seabone მაგისტრალს კავკასიის რეგიონში და თბილისში ინტერნეტის რეგიონალური დაერთების წერტილს (PoP) ქმნის

ახალი დაერთების წერტილი (PoP) საქართველოს ლიდერ პროვაიდერ სილქნეტთან და თურქეთის უმსხვილეს ოპერატორ Turkcell Superonline-თანპარტნიორობის ფარგლებში იქმნება 17 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო რედისონში, იტალიურმა კომპანიამ Telecom Italia Sparkle საქართველოს ლიდერ პროვაიდერ სილქნეტთან დათურქეთის უმსხვილეს ოპერატორ Turkcell Superonline-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტის რეგიონალური დაერთების წერტილის, ე.წ. PoP-ის შექმნა იგეგმება. რისი საშუალებითაც, Telecom Italia Sparkle რეგიონის ძირითადი ინტერნეტ პროვაიდერების, ასევე ფიქსირებული და მობილური ოპერატორების და სატელევიზიო კონტენტის მომწოდებლების მოთხოვნას დააკმაყოფილებს. პროექტის დაწყება 2016 წლიდან არის ნავარაუდევი.
„თბილისში იქნება ჰაბი, ანუ დაერთების წერტილი, საიდანაც მოხდება უმაღლესი ხარისხის ინტერნეტის და სატელეკომუნიკაციო სერვისისებისდისტრიბუცია. არამარტო საქართველოში არამედ მთელს რეგიონში. საქართველო არის და იქნება რეგიონული ცენტრი.“ - განაცხადა კომპანიასილქნეტის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. სილქნეტის ინფრასტრუქტურაზე აგებული ნეიტრალური დაერთების წერტილი სრულად უზრუნველყოფს კავკასიის რეგიონის გაზრდილ მოთხოვნას, მიიღოს უმსხვილესი ინტერნეტ პროვაიდერის IP ტრანზიტი Telecom Italia Sparkle-ის Seabone ინფრასტრუქტურის გავლით.პროექტის ფარგლებში, Telecom Italia Sparkle-ის ოპერირება აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება, რაც კომპანიისგლობალური ინტერნეტის სატრანზიტო არხის, Seabone-ის ხარისხის გათვალისწინებით, რეგიონში ინტერნეტის ხარისხსაც გააუმჯობესებს.
Telecom Italia Sparkle-ის უმსხვილესი საერთაშორისო IP სატრანზიტო მაგისტრალი - Seabone, ევროპის, ლათინური ამერიკის და შუა აღმოსავლეთისსატელეკომუნიკაციო ქსელების ლიდერია. გლობალური მოთამაშის სტატუსის გამყარებასთან ერთად, Seabone-ის პრიორიტეტს ამ ეტაპზე ასევეწარმოადგენს რეგიონალური მიმართულებები აზიის და აფრიკის ჩათვლით, სადაც კომპანიამ უკვე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია.
0