15:16:54     18-11-2015
თევზის შეწვის ერთი პატარა საიდუმლო. იდეალურად შემწვარი თევზი უფხოდ
ბევრი ადამიანი თევზის ჭამას მხოლოდ იმის გამო ერიდება, რომ მას ფხები აქვს. არადა, ეს პრობლემა ძალიან მარტივად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ.
საიდუმლო, რომელსაც გაგიმხელთ, ყველანაირი ფხიანი თევზის მომზადებისას გამოგადგებათ:
გაწმინდეთ თევზი, გარეცხეთ, მოაჭერით ფარფლები, გაუჭერით მუცელი, გამოშიგნეთ. ახლა ბასრი დანით აკურატულად ვაკეთებთ ხშირ ჩანაჭრებს ორივე მხრიდან ისე, რომ არ ვეხებით ხერხემალს. ამგვარად ჩასერილ თევზში შეწვის შემდეგ ფხები ისე იწვება, რომ აღარ იგრძნობა. ამასთან ასე მომზადებული თევზიდან ვიღებთ დიდი რაოდენობით კალცს, რომელსაც შეიცავს თევზის ფხა;
გამოტენეთ თევზის მუცელი თხელ წრეებად ან ნახევარწრეებად დაჭრილი ხახვით და ერთი დაფნის ფოთლით;
ამოავლეთ თევზი ფქვილსა და მარილში და შეწვით საშუალო ცეცხლზე. მიიღებთ უგემრიელესად შემწვარ თევზს და რაც მთავარია, ფხების გარეშე!
0