შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო />


  10:35:04     18-11-2015

შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

a45062.jpg

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული გურამ მ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამაცველებმა 5 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას გურამ მ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გურამ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს).

0

ავტორი: