რა ავიწყდებათ მამებს რა ავიწყდებათ მამებს />


  13:36:55     16-11-2015

რა ავიწყდებათ მამებს

a44920.jpg

ეს არის ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ახსნა იმის შესახებ, თუ როგორ ვექცევით შვილებს. უ. ლივინგსტონ ლარნედის ეს ძალიან დიდი ხნის წინ დაწერილი წერილი, უამრავ ჟურნალსა და გაზეთში გამოქვეყნდა. წერილი გამოიყენა ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, დეილ კარნეგმა, თავის ცნობილ წიგნშიც: "როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე". 

"მომისმინე შვილო, უკვე მძინარეს გელაპარაკები. ხელი ლოყაზე და შუბლზე გიდევს, რომელზეც ოფლის პატარა წვეთები ჩანს და შენი ღია თმის კულული მიწებებია. ჩუმად შემოვედი შენს ოთახში. სულ ახლახანს, რამდენიმე წუთის წინათ, როცა ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ჩემს ქაღალდებს ვკითხულობდი, მოულოდნელად მონანიების ტალღამ გადამიარა. მე აქ ვარ შენს გვერდით და შენს წინაშე ჩადენილ დანაშაულს ვაცნობიერებ.

შვილო, აი რაზე ვფიქრობ ახლა: დღეს რომ გაგიბრაზდი, იმიტომ გაგკიცხე, რომ სკოლაში წასვლისას წესიერად ხელ-პირი არ დაიბანე, სახეზე ჭუჭყი პირსახოცით მხოლოდ გათხიპნე. იმიტომ გისაყვედურე, რომ შენი წაღები არ გაწმინდე, გაბრაზებულმა იმიტომ დაგიყვირე, რომ რაღაც იატაკზე დაგივარდა. 

საუზმეზეც მოვძებნე შენიშვნების მოცემის საბაბი. ჩაი დაღვარე. ჭამის დროს ცუდად ღეჭავდი. იდაყვით მაგიდას ეყრდნობოდი. პურზე კარაქის სქელი ფენა წაუსვი. ხოლო როცა ეზოში ბურთს დასდევდი, მე კი საქმეებზე წასვლას ვაპირებდი, ხელი დამიქნიე და დამიყვირე: “დროებით მამა! , მე კი მხოლოდ წარბები შევჭმუხნე და ვთქვი: “ არ დაგავიწყდეს ზურგის გამართულად დაჭერა!”

შემდეგ, ყველაფერი საღამოთი განმეორდა. სახლში დაბრუნებისას გითვალთვალე, რომ მუხლებზე მდგარი მინის ბურთულით თამაშობდი, შენ წინდებზე კი ნაჩვრეტები ჩანდა.. წინდები ძვირი ღირს და თავად რომ გეყიდა, ალბათ უფრო ფრთხილად იქნებოდი! წარმოგიდგენია შვილო, ეს მამაშენმა თქვა! შენ ჩემ წინ მიდიოდი და სულაც არ ვფიქრობდი, თუ რაოდენ დამამცირებელი იყო შენთვის, ეს ყველაფერი ხომ შენი ამხანაგების თვალწინ ხდებოდა მოგვიანებით, გახსოვს, როცა ბიბლიოთეკაში ვკითხულობდი, რა გაუბედავად მოხვედი ჩემთან და დამნაშავის გამომეტყველებით შემომხედე. მე ჩემს ქაღალდებს მოვშორდი და უკმაყოფილო ვიყავი მოულოდნელი ხელის შეშლით. შენ გაუბედავად იდექი კარებში. “რა გინდა?”- უხეშად გითხარი.

შენ უსიტყვოდ გამალებით გამოექანე ჩემსკენ, ხელები მომხვიე და მაკოცე. შენი პატარა ხელები მიჭერდნენ და ისეთ სიყვარულს ვგრძნობდი, რომლითაც მხოლოდ ღმერთს შეეძლო შენი სულის შევსება და მისი ძალა ისეთი იყო, რომ ჩემმა აგდებულმა დამოკიდებულებამაც კი ვერ შეამცირა. შემდეგ წახვედი და კიბეზე ამავალი შენი ფეხის ნაბიჯების ხმა მესმოდა.შვილო, შენი წასვლიდან რამდენიმე წამში ქაღალდები პირდაპირ ხელიდან გამივარდა. შემეშინდა და ძალა წამერთვა. რისი გაკეთების ჩვევა მქონდა? 

მივეჩვიე შენს გამტყუნებას, მივეჩვიე შენთვის შენიშვნების მოცემას და ეს იყო ჩემი შენთვის საზღაური იმისთვის, რომ შენ ისე იქცევი, როგორც უნდა იქცეოდეს ჩვეულებრივი ბიჭი. არა, მე მიყვარხარ. 
საქმე იმაშია, რომ შენგან ძალიან ბევრს მოველი, შენ კი ჯერ ხომ ბავშვი ხარ. შენ ჩემი ასაკის საზომით გაფასებ. შენს ხასიათში იმდენი რამ ჩინებული, მშვენიერი, გულახდილია. შენი პატარა გული შეიძლება ისეთივე მანათობელაა, როგორც ბორცვებზე აღმავალი მზის შუქი. 

ეს ცხადია თუნდაც იმიტომ, რომ ასე თავდავიწყებით გამოიქეცი ჩემსკენ, მაკოცე და ღამე მშვიდობისა მითხარი. შვილო, არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი. შენს საწოლთან მოვედი, შვილო, და აქ სიბნელეში მუხლებზე ვდგავარ და ძალიან მრცხვენია.

მაგრამ ეს სუსტი არგუმენტია. მე ვიცი , ამას ვერ გაიგებ, ეს რომ დილით გაღვიძებისას გითხრა. მაგრამ, ხვალ ნამდვილი მამა გავხდები! შენი მეგობარი გავხდები., შენთან ერთად დავიტანჯები და გავიცინებ, როცა შენ გაიცინებ. ენას მოვიკვნეტ, თუ უცბად გაღიზიანებისას შენი გალანძღვა მომინდება. ლოცვასავით გავიმეორებ: “ის მხოლოდ და მხოლოდ ბიჭია, პატარა ბიჭუნა!” ვფიქრობ, რომ შენში მოზრდილი მამაკაცი დავინახე. 

შენ გძინავს დღის განმავლობაში დაღლილს, საბნის ქვეშ მოკუნტულად მწოლს და მე ვხედავ, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ. სულ ახლახანს ხომ დედაშენი ჯერ კიდევ ხელით გატარებდა, შენ კი თავს მხარზე ადებდი. “ძალიან ბევრი მინდოდა შენგან. დიახ, ძალიან ბევრი." 0

ავტორი: