09:21:30     16-11-2015
საფრანგეთმა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების დაბომბვა დაიწყო
პარიზის ტერაქტიდან დღის შემდეგ საფრანგეთმა ისლამისტთა პოზიციების დაბომბვა განაახლა. გვიან ღამით ფრანგულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიაში ქალაქ რაკას რამდენიმე რაიონი დაბომბეს, რომლებიც დღემდე ისლამისტთა მთავარ პლაცდარმს წარმოადგენს.
ოპერაციაში მონაწილეობას 9 მოიერიშე თვითმფრინავი იღებდა. წერტილოვანი დარტყმები ისლამისტთა სამეთაურო პუნქტზე, საწვრთნელ ბაზასა და იარაღის საწყობებზე განხორციელდა.
დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
0