09:39:36     14-11-2015
საქართველოს საელჩო საფრანგეთში განცხადებას ავრცელებს

პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო საფრანგეთში განცხადებას ავრცელებს.
"13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა; რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა. შესაბამისად მოგიწოდებთ დარჩეთ სახლებში, სასტუმროებში. გთხოვთ, ნუ აყვებით პანიკას,"- ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოში უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი + 33(0)783318689.
საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონემ განაცხადა, რომ ამ დროისათვის ტერაქტების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოს არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.
0