გადაცმულმა ებრაელმა სპეცრაზმელებმა პალესტინელი მებრძოლი საავადმყოფოდან გაიტაცეს გადაცმულმა ებრაელმა სპეცრაზმელებმა პალესტინელი მებრძოლი საავადმყოფოდან გაიტაცეს />


  14:57:20     13-11-2015

გადაცმულმა ებრაელმა სპეცრაზმელებმა პალესტინელი მებრძოლი საავადმყოფოდან გაიტაცეს

a44867.jpg

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარი განხორციელდა ქალაქ ჰებრონში. უცხოური მედიის ცნობით, ისრაელის სპეცრაზმმა საავადმყოფოდან პალესტინელი ეჭვმიტანილი გაიტაცა. სპეცოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა.

ებრაელი სპეცრაზმელები საავადმყოფოში გადაცმულები შევიდნენ. ერთ-ერთი მათგანი ფეხმძიმე ქალის ფორმაში იყო ჩაცმული. ის კლინიკაში სავარძლით შეიყვანეს.

ამის შემდეგ სპეცრაზმელები იმ პალატაში შეიჭრნენ, სადაც ისრაელის მოქალაქის დაჭრაში ეჭვმიტანილი 20 წლის აზამ შალალდეჰი იმყოფებოდა და იარაღის მუქარით საავადმყოფოდან გაიტაცეს. სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა.

0

ავტორი: