ცოლზე მოძალადე ზუგდიდელ მამაკაცს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ცოლზე მოძალადე ზუგდიდელ მამაკაცს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა />


  12:33:58     13-11-2015

ცოლზე მოძალადე ზუგდიდელ მამაკაცს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

a44861.jpg

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლოში დასრულდა ცოლის გაუპატიურებაში ბრალდებული პირის პროცესი. მოსამართლემ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულს ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება მეუღლის მიმართ. საქმეზე სასამართლო სხდომები დახურულად მიმდინარეობდა.

დაზარალებულის განცხადებით მას ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ჩათვალა, რომ გოგონა ქალიშვილი არ იყო. სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად ქალთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს და ქალებზე ძალადობა დაგმეს. 

ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს ყოფილი ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში მსჯავრდებულის ნათესავებმაც. მათ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. რამდენიმე თვის წინ სამეგრელოში მომხდარ ფაქტს საზოგადოებაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

0

ავტორი: