11:43:02     05-11-2015
ბათუმში ჩვილის ცხედარს, სავარაუდოდ, ლაბორატორიაში ნიმუშად იყენებდნენ
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ყოფილ პროზექტურასთან ნაპოვნი ჩვილის ცხედარი, სავარაუდოდ, ადგილზე წლების წინ განთავსებულ ლაბორატორიაში ინახებოდა და სადემონსტრაციოდ გამოიყენებოდა.
დიდი ზომის ქილაში მოთავსებული ჩვილის ცხედარი ბათუმში, ყოფილი პროზექტურის შენობასთან იპოვეს. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, 25 წლის წინ პროზექტურაში ლაბორატორიაც ფუნქციონირებდა, სადაც მსგავსი ტიპის ნიმუშები ინახებოდა.
შს სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
0