15:44:34     03-11-2015
უკრაინის გენპროკურორის კაბინეტი დაცხრილეს - ვინ არიან ეჭვმიტანილები?
გვიან ღამით, კიევში, უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის კაბინეტი დაცხრილეს. კაბინეტს სნაიპერმა სამჯერ ესროლა.
სამართალდამცავებმა შემთხვევას თავდასხმის კვალიფიკაცია მიანიჭეს, მათი განცხადებით, გასროლა პირდაპირ შოკინის სავარძლისკენ იყო მიმართული.
შემთხვევისას კაბინეტში თათბირი მიმდინარეობდა, თუმცა არავინ დაშავებულა.ექსპერტებმა დაადგინეს რომ პროკურორს თავს შენობის გარედან დაესხნენ.
უკვე გამოიკვეთა სავარაუდო შემკვეთთა ვინაობაც. გენერალურ პროკურორზე თავდასხმის ორგანიზატორებად სკანდალური ძმები ანდრეი და სერგეი კლიუევები მოიაზრებიან, სწორედ მათ ეკუთვნით შენობა, რომელიც პროკურატურის წინ დგას, და საიდანაც, სავარაუდოდ განხორციელდა სროლა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
0