10:59:43     28-10-2015
„ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით საუკეთესო ინტერნეტბანკი „თიბისი ბანკს“ აქვს

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საბანკო სისტემაში საუკეთესო ინტერნეტბანკი ,,თიბისი ბანკს“ აქვს. გამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge -ზე მიმდინარეობდა.
გამოკითხულთა 42%-ის აზრით, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებს შორის საუკეთესო ინტერნეტბანკი „თიბისი ბანკს“ აქვს. გამოკითხვაში მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ გავიდა, რომლის ინტერნეტბანკიც საუკეთესოდ გამოკითხულთა 30%-მა შეაფასა.
გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო ბაზარზე არსებული 15 ბანკი, რომელთაც დანერგილი აქვთ ინტერნეტბანკინგი. საუკეთესო ინტერნეტბანკის მქონე ბანკების სამეულში მოხვდა ,,პროკრედიტ ბანკი“ 9%.
www.bfm.ge -ის ვერსიაში, საუკეთესო ინტერნეტბანკის მქონე ბანკთა შორის, სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა: % ,,ლიბერთი ბანკი“ 5%, ,,ვითიბი ბანკი – ჯორჯია“ 3%, ,,კორ სტანდარტ ბანკი“ 2%, ,,ქართუ ბანკი“ 1%, ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“ 1%, ,,ბაზისბანკი“ 1%, ,,კაპიტალბანკი“ 1%, ,,პაშა ბანკი – საქართველო“ 1%, ,,პროგრესბანკი“ 1%, ,,რესპუბლიკა ბანკი“ 1%, ,,სილკროუდ ბანკი“ 1%, ,, ჰალიკ ბანკი – საქართველო“ 1%.
0