14:09:15     27-10-2015
შემთხვევა ოზურგეთში - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.
ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ინფორმაციას "კვირა" ავრცელებს. შსს-სცნობით,მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
0