კილაძე: ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს კილაძე: ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს />


  23:04:15     26-10-2015

კილაძე: ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს

a44125.jpg

„დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლებას ისე თავგამოდებით იცავს, გონივრული ეჭვი მაქვს, მასაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით აშანტაჟებენ“, – განუცხადა „თაიმერს“ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედქტორმა, ელისო კილაძემ ეკა ბესელიას განცხადების კომენტირებისას.

ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებასაც აკეთებს: „ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს, ლაშა ამირეჯიბმა მაჩვენა. მეორე წელია, მთელი თბილისი ტელეფონით მოაიარა ამ და სხვა „მეოცნებეების“ კადრებმა.“

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მიიჩევს, რომ უკრაინული „ვიკილიქსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადამოწმდეს ამ ინფორმაციის სანდოობა, გადამოწმდეს ფაქტები, ამიტომ გამოძიების დაწყების იდეა რელევანტურია. არ უნდა მოხდეს ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი იქნება. სახელმწიფოს ვალდებულებაა და ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქცია, რომ ამ ფაქტების ნამდვილობა გადამოწმდეს”, – აღნიშნა ბესელიამ.

0

ავტორი: