ყურძნის მურაბა ზამთრისთვის ყურძნის მურაბა ზამთრისთვის />


  19:44:02     26-10-2015

ყურძნის მურაბა ზამთრისთვის

a44100.jpg

თეთრი ყურძენი 2 კგ შაქარი1 კგ ყურძნის წვენი 400 მლ ნუში150 გ ვარსკვლავა ანისი (ბადიანი) 2 ცალიდარიჩინი 1/2 ჩ.კ
გავრეცხოთ ყურძნის მარცვლები თბილ წყალში, ჩავყაროთ ღრმა ქვაბში და დავაყაროთ შაქარი. ყურძენი წვენს არ გაუშვებს,  ამიტომ დავასხათ მაღაზიაში ნაყიდი  ან სახლში მომზადებული ყურძნის წვენი. 
დავდგათ დაბალ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ვხარშოთ, სანამ ფერს არ შეიცვლის და გამჭვირვალე არ გახდება. დრო და დრო ამოვურიოთ.  შემდეგ დავამატოთ კანგაცლილი ნუში  დასანელებლები. ვხარშოთ კიდევ ცოტა ხანს, რომ არომატი კარგად გაუჯდეს, შემდეგ ცხელ-ცხელი მურაბა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.
gemrielia.ge
0

ავტორი: