19:33:17     26-10-2015
ტორტი რაფაელო - საუკეთესო რეცეპტი
ტორტი, რომელიც პირში დნება და რომლის მომზადებაც სულ მოგინდებათ.
ინგრედიენტები:
კვერცხის გული
7
შაქარი
1,5 ჭიქა
არაჟანი
200 გრ
სოდა ძმრით
1ჩკ+2ჩკ
ვანილი
1 შეკვრა
ფქვილი
2,5 ჭიქა
ბეზე
კვერცხის ცილა
7
შაქარი
2 ჭიქა
სახამებელი
4 სკ
ვანილი
კრემი
ფქვილი
0,5 ჭიქა
შაქარი
1 ჭიქა
მდუღარე წყალი
0,5 ლ
კარაქი
400 გრ
შესქელებული რძე
1 ქილა
არაჟანი
4 სკ
ვანილი
1 შეკვრა
1. 7 ცალი კვერცხის გული და 1,5 ჭიქა შაქარი
კარგად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 200 გრ არაჟანი, 1ჩ/კ სოდა ძმრით,
2,5 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მიღებული ცომი გავყოთ 2
ნაწილად და თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ, მოზრდილი
ზომის ფორმაზე.
2. 7 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიოთ, ისე რომ
ჯამის გადმოტრიალებისას არ მოშორდეს ჯამის კედლებს, ნელნელა
ჩავაყაროთ 2 ჭიქა შაქარი, 4 ს/კ სახამებელი, ვანილი და გავყოთ 2
ნაწილად. თითოეული ნაწილი წავუსვათ ფორმებში გაბრტყელებულ ცომს და
დამოვაცხოთ 150 გრადუსსზე.
3. მოვამზადოთ კრემი: 0.5 ჭიქა ფქვილს შევურიოთ 1 ჭიქა შაქარი, 1/4 ჩ/კ მარილი, ვანილი, დავასხათ მდუღარე წყალი და ისე რომ მორევა არ შევაჩეროთ, მივიყვანოტ ადუღებამდე, დავტოვოთ ცეცხლზე 3-4 წუთი. კრემის ფაფა კარგად რომ გაცივდება, შევურიოთ 400 გრ ამოყვანილი კარაქი, 1 ქილა შესქელებული რძე, 4 ს/კ არაჟანი, ვანილი და კრემიც მზად არის.
5. მორთვა: თითოელ ფირფიტას წავუსვათ კრემი. კრემით კარგად დავფაროთ ნამცხვრის გვერდებიც და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
gemrielia.ge
0