10:43:53     26-10-2015
ბიზნესმენი ამირან გიორგაძე მკვდარი აღმოაჩინეს
ბიზნესმენი ამირან გიორგაძე, რომელიც კრასნოგორსკის რაიონში მომხდარ ოთხ მკვლელობაში იყო ბრალდებული, მკვდარი აღმოაჩინეს.
ბიზნესმენის ცხედარი სოფელ ტიმოშკინოში, ერთ-ერთ კერძო სახლში 23 ოქტომბერს იპოვეს. მეპატრონემ დაბრუნებისას აღმოჩინა, რომ სახლის ერთ-ერთი ფანჯარა ჩამსხვრეული იყო, მან პოლიციაში დარეკა, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა კი გიორგაძის გვამი აღმოაჩინეს. ასევე ნაპოვნია ორი პისტოლეტი, ტყვიები და სანადირო იარაღი "საიგა", რომლითაც გიორგაძემ 4 მკვლელობა ჩაიდინა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით "კრასნოგორსკელმა მსროლელმა" თავი საკუთარი პისტოლეტით მოიკლა.
გიროგაძეს საქართველოში დაკრძალავენ, ამის შესახებ მედიას ბიზნესმენის კუთვნილი სამშენებლო კომპანიის დირექტორმა განუცხადა.
მისი სიტყვებით, ბიზნესმენის ცხედარს სამშობლოში დღეს, 26 ოქტომბერს გადმოასვენებენ და შემდეგ ზესტაფონში, ქვედა საზანოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გამოძიება გრძელდება, სამართალდამცავებს გიორგაძის თვითმკვლელობის დეტალების დასადგენად საკმაოდ ბევრი მუშაობა მოუწევთ.
0