"კორტების სპეცოპერაციის" საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა "კორტების სპეცოპერაციის" საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა /> "/> " />


  15:56:23     23-10-2015

"კორტების სპეცოპერაციის" საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა

a44006.jpg

საქალაქო სასამართლოში ე.წ "კორტების სპეცოპერაციის" საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღეს სასამართლოს წინაშე დაცვის მხარე საპაექრო სიტყვით წარსდგება.  მომდევნო პროცესზე კი შესაძლოა, მოსამართლემ საქმეში ბრალდებულ 5 მაღალჩინოსანს უკვე განაჩენი გამოუტანოს.

უხმაუროდ არც დღევანდელ პროცესს ჩაუვლია. ვაზაგაშვილების ოჯახის წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ დაცვის მხარის გამოსვლა შეურაცხმყოფელად მიიჩნიეს.

„ადვოკატის ყველა სიტყვაში მიმდინარეობდა მიცვალებულების დისკრედიტაცია,“ - განაცხადა იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა.

ადვოკატების აზრით, ბრალდებულების მიმართ განზრახ მკვლელობის ნაწილში გამამტყუვნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს. 0

ავტორი: