10:38:25     21-10-2015
პოლიციამ ოთხი პირი დააკავა - ვის სძალავდნენ თაღლითები 55 ათას ლარს?
სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი დააკავეს. მათგან სამი ჯგუფურად გამოძალვის, ერთი კი გამოძალვაში დახმარების ბრალდებით.
გამოძიების ინფორმაციით, ისინი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 55 ათას ლარს სძალავდნენ.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და გამოძალვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.
0