თეთნულდის სათხილამურო კურორტი დეკემბერში გაიხსნება თეთნულდის სათხილამურო კურორტი დეკემბერში გაიხსნება />


  10:21:46     21-10-2015

თეთნულდის სათხილამურო კურორტი დეკემბერში გაიხსნება

a43838.jpg

თეთნულდის სათხილამურო კურორტი დამსვენებლებს 2015 წლის დეკემბრიდან მიიღებს. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

კურორტს შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს 4100 მოთხილამურეს, საბაგიროების საერთო გამტარიანობა - 8400 ადამიანი/საათში, კურორტის ტურისტული ტევადობა არის 6806 ადამიანი.

სათხილამურო-საბაგირო ინფრასტრუქტურა მოწოდებულია ფრანგული კომპანია "Pomagalski"-ის მიერ. საბაგიროების მონტაჟს ავსტრიული კომპანია "RMS" ახორციელებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა საქართველოში ყველაზე გრძელია და მისი სიგრძე 25 კილომეტრია. ტრასა პროფესიონალი, დამწყები, და ექსტრემის მოყვარული სპორტსმენებისთვის სპეციალური ფერადი ხაზებით იქნება აღნიშნული.

goodnews.ge
0

ავტორი: