"ბულანჟერი" — უგემრიელესი ფრანგული რეცეპტი "ბულანჟერი" — უგემრიელესი ფრანგული რეცეპტი /> "/> " />


  23:56:24     20-10-2015

"ბულანჟერი" — უგემრიელესი ფრანგული რეცეპტი

a43807.jpg

ეს ფრანგული რეცეპტი გაიძულებთ, რომ ხელახლა შეიყვაროთ კარტოფილი. თითოოროლა ადამიანი თუ წარმოიდგენს რა შესანიშნავი კერძი მზადდება უბრალო პროდუქტებისგან.  

კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
1 კგ. კარტოფილი;
2 ხახვი;
60 გ. კარაქი;
200 მლ. ბოსტნეულის ბულიონი;
200 მლ. რძე;
მარილი;
შავი პილპილი.

მომზადება:

გათალეთ და ძალიან თხლად დაჭერით კარტოფილი რგოლებად, ასევე ხახვი და დაამარილეთ,მოაყარეთ შავი პილპილი. საცხობ ფორმას წაუსვით დაახლოებით 20 გრ. კარაქი. მოათავსეთ ფორმაზე კარტოფილის რგოლები, შემდეგ ხახვის და გაიმეორეთ რამდენჯერმე.

განსაკუთრებით აკუტარულად მოათავსეთ ბოლო, ზედა ფენა, რათა გამოცხობის შემდეგ იდეალურად გამოიყურებოდეს. კარტოფილის ფენებს მოასხით კარაქში შეზავებული ბულიონი.სითხემ უნდა მიაღწიოს კარტოფილის ბოლო ფენამდე,თუმცა არ უნდა დაფაროს იგი. ზედა ფენას მოასხით გამდნარი კარაქი. 

დაახურეთ ფორმას თავსახური და შედგით  200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხსენით თავსახური, დაუწიეთ ტემპერატურად 180 გრადუსამდე და გამოაცხეთ კიდევ 40 წუთი.

გამზადებული კარტოფილი შესაძლებელია მიირთვათ რომელიმე სოუსითურთ,მწვანილით და ა.შ (გემოვნების მიხედვით).

გემრიელად მიირთვით! 
0

ავტორი: