23:21:52     20-10-2015
მკვლელობებში ბრალდებული ქართველი ბიზნესმენის მოსაძებნად რუსეთის პოლიციამ 1 მილიონიანი ჯილდო დააწესა
სამ მკვლელობაში ბრალდებულ ამირან გიორგაძეს რუსეთის პოლიცია ეძებს. შეგახსენებთ, რომ ამირან გიორგაძის ბოლო მსხვერპლი მისი ბიზნეს პარტნიორი ტრისტან ზაქაიძე გახდა.
მანამდე გიორგაძემ კრასნაგორსკის რაინის ხელმძღვანელის მოადგილე და ელექტროსისტემის მმართველი სამუშაო კაბინეტში დაცხრილა. შემდეგ კი ქუჩაში შემთხვევითი გამვლელიც მოკლა.
გამოძიების მთავარი ვერსია საქმიან პარტნიორებთან კონფლიქტს უკავშირდება. ცნობილია, რომ გიორგაძეს რუსეთში სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა.
პოლიციამ ოთხი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილზე ინფორმაციის მიწოდებისთვის 1 მილიონი რუბლის ოდენობის ჯილდო დააწესა.
0