ვინ გაუწია სამხედრო ტექნიკით დახმარება "ჩემი ცოლის დაქალებს"? ვინ გაუწია სამხედრო ტექნიკით დახმარება "ჩემი ცოლის დაქალებს"? /> "/> " />


  12:51:29     20-10-2015

ვინ გაუწია სამხედრო ტექნიკით დახმარება "ჩემი ცოლის დაქალებს"?

a43756.jpg

16 ოქტომბერს რუსთავი 2-ზე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი შთამბეჭდავი ბატალური სცენით დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, სამხედრო ტექნიკით დახმარება გადამღებ ჯგუფს თავდაცვის სამინისტრომ გაუწია.

მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტი, რომელის თანახმადაც შპს "ფორმულა პროესკო ფროდაქშენს" 2 301 ლარის სანაცვლოდ სამინისტრომ ერთი ტანკი, ავტომანქანა "კრაზი", სავალე ფორმები, ტრორილი, საკვამლე კოჭები, ფუჭი ვაზნები და სხვა სამხედრო ტექნიკა გამოუყო.

რუსთავი 2 პირველი არაა ვისაც სამინისტრო ასეთ დახმარებას უწევს. 2015 წლის აპრილში სერიალ "ტიფლისის" და ახალი ისტორიული ჟანრის მხატვრული მრავალსერიანი ფილმის "ქერჩის" გადაღებებისას გადამღებ ჯგუფს ტექნიკით სწორედ ის დაეხმარა.

0

ავტორი: