ირაკლი ალადაშვილი: „ჯარში გახშირებული სუიციდის მიზეზი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა" ირაკლი ალადაშვილი: „ჯარში გახშირებული სუიციდის მიზეზი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა" /> "/> " />


  12:01:17     20-10-2015

ირაკლი ალადაშვილი: „ჯარში გახშირებული სუიციდის მიზეზი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა"

a43754.jpg

დღეს საქართველოს შეირაღებული ძალების ჯარისკაცმა თავი მოიკლა. ეს ქართულ ჯარში სუიციდის პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა. სტატისტიკა ამ მხრივ საგანგაშოა. რატომ იკლავენ ჯარისკაცები თავს?

რა არის სუიციდის გამომწვევი მთავარი მიზეზები ჯარში? ამ თემაზე Presa.ge-სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარ რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ესაუბრა

- ბატონო ირაკლი, რა არის ჯარში სუიციდის გამომწვევი მთავარი მიზეზი?

- ამის გამომწვევი რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ სამხედრო მოსამსახურეზე, ეს შეიძლება იყოს ფინანური პრობლემა, ასევე არასაწესდებო ურთიერთობები ანუ, თვითონ ყაზარმაში გარკვეული დაჩაგვრის ან დაშინების ფაქტები. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ განმარტა სუციდის ერთ-ერთი მიზეზი - ლუდომანია, ანუ დამოკიდებულებაზე აზარტულ თამაშებზე, რაც იწვევს ამ ფინანსურ პრობლემებს, რის გამოც ადამიანი წყვეტს ასეთი მძიმე ნაბიჯის გადადგმას.

ეს არამხოლოდ სამხედრო სამსახურში, სამოქალაქო ცხოვრებისასაც ხდება, ბევრი ადამიანი თამაშობს, აგებს და შემდეგ წყვეტს ამ ნაბიჯის გადადგმას. ადრე უფრო მეტად იყო ყაზარმული გარჩევების შემგომ სუიციდის ფაქტები, დღეს ეს ნაკლებადაა, იმიტომ რომ, შეიარაღებული ძალების უმეტესი ნაწილი კონტრაქტით მომსახურებებითაა დაკომპლექტებული.

- როგორია სუიციდის სტატისტიკა ქართულ ჯარში?

- სუიციდის ფაქტები დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, არცთუ ისე მცირეა და ამიტომაც, არ არის გასაკვირი რომ ადამიანმა, რომელიც მიდის სამხედრო სამსახურში, ჩაიდინოს ეს ფაქტი. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ეს ფაქტები ხდება სამოქალაქო ცხოვრების დროსაც.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემის პრევენციისათვის?

- პირველ რიგში, ეს არის ფსიქოლოგიური მუშაობა, მეთაურების მუშაობა, რომ მათ დაინახონ საფრთხე. ადამიანი არ გადადგამს ამ ნაბიჯს უცებ. მის ქცევაში, მის მოქმედებაში ჩანს ეს სასოწარკვეთა, შეიძლება მეგობრებმა, თანამებრძოლებმა უშუალო მეთაურმა ეს შეამჩნიოს, უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩართვა.

რა თქმა უნდა, თუ პირს აქვს ძალიან დიდი ვალი ამ აზარტული თამაშების გამო, თქვენც წარმოგიდგენიათ, რომ სახელმწიფო ვერ გადაიხდის ვალს. ეს შეუძლებელია. თავდაცვის მინისტრის შიდა ბრძანებით არის რეგულაცია, რომ ვისაც შეამჩნევენ აზარტულ თამაშებში მონაწილეობას, მას დაუყოვნებლივ დაატოვებინებენ სამხედრო სამსახურის რიგებს.

ეს ნაწილობრივი გამოსავალია, რადგან შეიძლება იმ ადამიანმა სამოქალაქო ცხოვრებაშიც ჩაიდინოს სუიციდი იგივე პრობლემის გამო. ეს პრობლემა მხოლოდ ქართულ ჯარში არ არის, ეს მსოფლიო პრობლემაა. როცა ადამიანი ვარდება ასეთ მძიმე სიტუაციაში შემდეგ თვითონ წყვეტს როგორ მოიქცეს.

0

ავტორი: