09:51:19     20-10-2015
ქართველმა ბიზნესმენმა კრასნოგორსკში ოთხი ადამიანი მოკლა
რუსული მედიის ცნობით, კრასნოგორსკის რაიონში, პოდმოსკოვიაში 56 წლის ამირან გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით რაიონის ხელმძღვანელის მოადგილე, საკუთარი მეგობარი, იური კარაულოვი, ასევე კრასნოგორსკის ელექტრონული ქსელის ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო და კიდევ ორი ადამიანი მოკლა.
გავრცელებული ცნობით, გიორგაძესა და ჩინოვნიკებს შორის კონფლიქტი პროექტების გამო წარმოიშვა, რომ ფასიც 3, 5 მილიარდი რუბლია.