„ბი-ბი-სის“ ყოფილი თანამშრომელი სტამბოლის აერორპორტში ჩამომხრჩვალი იპოვეს „ბი-ბი-სის“ ყოფილი თანამშრომელი სტამბოლის აერორპორტში ჩამომხრჩვალი იპოვეს />


  09:48:36     20-10-2015

„ბი-ბი-სის“ ყოფილი თანამშრომელი სტამბოლის აერორპორტში ჩამომხრჩვალი იპოვეს

a43733.jpg

თურქეთის პოლიციამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, 50 წლის ჟურნალისტი ქალის ჟაკლინ სატონის საიდუმლო გარდაცვალების გამოძიება დაიწტო. „ბი-ბი-სის“ ყოფილი თანამშრომელი სტამბოლის აერორპორტში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგანაც ერაყში მიმავალი თვითმფრინავის რეისზე დააგვიანა. სატონის მეგობრებს და კოლეგებს ამის არ სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტი მოკლეს, ხოლო სუიციდი ინსცენირებული იყო.

ჟაკლინ სატონი ადამიანის უგფლებების დაცვის ორგანიზაცია „ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ერაყის ფილიალის დირექტორის პოსტს იკავებდა. სტამბოლში ის ლონდონიდან ჩაფრინდა, ხოლო შემდეგ ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილში ჩასვლას აპირებდა.

გამოძიების ცნობით, სატონმა თვითმფრინავზე დაიგვიანა. ამის შემდეგ მას სხვა რეისზე ბილეთის შეძენა შესთავაზეს. ავიაკომპანიის წარმომადგენლების თქმით, ამან სატონი ძალზე გაანაწყენა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ის ტუალეტში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სატონის კოლეგები და მისი ახლობლები აცხადებენ, რომ თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია. მათ მიაჩნიათ, რომ „ჯეკი ვიღაცამ მოკლა“.

ბოლო დროს IWPR („ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“) „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ქალების უფლებების დარღვევის გაშუქებით იყო დაკავებული.
0

ავტორი: