09:38:06     20-10-2015
კახეთში ქალმა ქმარი და დედამთილი სცემა - რა მოხდა ბაკურციხეში?
კახეთში, სოფელ ბაკურციხეში ოჯახური ძალადობის შესახებ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონმა ქმარი და დედამთილი სცემა. პოლიციას ქმარმა შეატყობინა.
შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობას, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
ოჯახის წევრებს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდათ.
0