ირაკლი ფირცხალავამ ბრალდების მხარე ექსპერტ ჩოხელის დამალვაში დაადანაშაულა ირაკლი ფირცხალავამ ბრალდების მხარე ექსპერტ ჩოხელის დამალვაში დაადანაშაულა />


  16:18:56     19-10-2015

ირაკლი ფირცხალავამ ბრალდების მხარე ექსპერტ ჩოხელის დამალვაში დაადანაშაულა

a43682.jpg

ე.წ „კორტების სპეცოპერაციის“ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ ბრალდების მხარე ექსპერტ ე.ჩოხელის დამალვაში დაადანაშაულა და ადვოკატებს  სთხოვა მედიისათვის  ჩოხელის დასკვნა გაეცნოთ. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის სავარძელზე, ტორპედოზე, კარებებზე და მინებზე აღმოჩენილია დენთის კვალი.

„მე ხელთ მაქვს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა. აქ შავი თეთრზე წერია, რომ ვაზაგაშვილის ავტომანქანა მოთხვრილია დენთის კვლებით, მინდა მივმართო ჩვენს დეპოლიტიზირებულ პროკურორს, რა ვუყოთ ჩვენ ამ დასკვნას? როგორ გამოვიკვლიოთ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მაშინ როდესაც ადამიანი გადამალული გყავთ სადღაც, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მტკიცებულება, რომელსაც უბრალოდ ვერ ვიყენებთ იმ მიზეზით, რომ ექსპერტი გააქრეთ“, - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

ფირცხალავას თქმით, ის უკვე რამდენიმე პროცესია ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარე  ყველაფერს აკეთებს  იმისთვის, რომ   პოლიციის მოქმედი თანამშრომლები სასამართლოში მოწმის სახით არ დაიკითხონ, ამასთან დაკავშირებით ბრალდებულს შიმშილობის დაწყებაც ჰქონდა გადაწყვეტილი.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მე გადაწყვეტილი მქონდა შიმშილობა დამეწყო, თუმცა პარასკევს ჩემთან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები იყვნენ და მათ თავიანთი არგუმენტებით შიმშილობა გადამაფიქრებინეს. მე მათ საქმესთან დაკავშირებით ყველა გარემოება გავაცანი, მომცეს პირობა, რომ აუცილებლად ჩაერთვებიან აღნიშნულ საქმეში,“ - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ მომდევნო სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული. 0

ავტორი: