ხბოს ხორცი ლორით და ყველით ხბოს ხორცი ლორით და ყველით />


  11:03:10     31-03-2011

ხბოს ხორცი ლორით და ყველით

a4566.jpg

მასალა: ხბოს ხორცი – 400 გრამი, ლორი – 100 გრამი, ყველი – 200 გრამი და გახეხილი პარმეზანი ზემოდან მოსაყრელად, ხორბლის ფქვილი – 20 გრამი, სანელებლები, კარაქი – 50 გრამი, მარილი, პილპილი, მწვანილი – გემოვნებით.      

 

ხბოს ხორცი დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში. ლორი და ყველი დავჭრათ ნაჭრებად. ყოველ ნაჭერზე დავდოთ ლორი და ყველი. შემდეგ მოვაყაროთ სანელებლები, მივცეთ რულეტის ფორმა და ხის კოვზით ჩავჩხვლიტოთ. ხორცი შევწვათ ცხიმში ყველა მხარეს, მოვათავსოთ ტაფაზე, ზემოდან მოვაყაროთ ყველი და ცხელ ქურაში შევწვათ, 10 წუთი. გავაფორმოთ მწვანილით.

0

ავტორი: