პომიდვრის სუპ-პიურე პომიდვრის სუპ-პიურე />


  11:02:25     31-03-2011

პომიდვრის სუპ-პიურე

a4565.jpg

მასალა: 600 გრამი კანგაცლილი, დაჭრილი, ახალი პომიდორი, 1/4 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი ტკბილი ხახვი, 2 ჩაის კოვზი მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 დაფნის ფოთოლი, 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 2 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი, 1 ჩაის ჭიქა რძე, 1 ჩაის ჭიქა ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი, მოხარშული ლობიო, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.     

 

ქვაბში მოვათავსოთ პომიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, დავასხათ ერთი ჭიქა წყალი ლიმონის წვენთან ერთად და დავდგათ ნელ ცეცხლზე. 30 წუთის შემდეგ ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი, ბოსტნეული გავატაროთ სახეხზე. სხვა ქვაბში მოვათავსოთ კარაქი და მასში ავურიოთ ფქვილი, შემდეგ ჩავასხათ რძე, დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. ვურიოთ მუდმივად. რძე ვადუღოთ მანამდე, ვიდრე გასქელებას არ დაიწყებს. ჩავუმატოთ ბოსტნეული, მარილი – გემოვნებით. დავასხათ თეფშებზე, ჩავუმატოთ ათქვეფილი ნაღები ან არაჟანი და ცოტა მოხარშული ლობიო.

0

ავტორი: