სირიაში ჩეჩენი საველე მეთაურები გაანადგურეს სირიაში ჩეჩენი საველე მეთაურები გაანადგურეს />


  11:30:27     16-10-2015

სირიაში ჩეჩენი საველე მეთაურები გაანადგურეს

a43537.jpg

სირიაში ტერორისტების პოზიციაზე რუსული საჰაერო-სამხედრო ძალების დარტყმის შედეგად დაიღუპა ტერორისტული დაჯგუფება "ახრარ აშ-შამის" ლიდერი, წარმოშობით ჩეჩენი აბუ ბაქრ აშ-შიშანი. ამის შესახებ სირიული სამხედრო წყაროები იტყობინებიან. ავიაიერიში ხომსის პროვინციაზე განხორციელდა.

ამავე დღეს, სირიულმა სამხედრო ძალებმა გაანადგურეს "ახრარ აშ-შამის" კიდევ შვიდი წევრი, ერთ-ერთი ლიდერის ომარ ხორდას და მისი ჩეჩენი დამხმარის ჩათვლით.

ორგანიზაცია "ახრარ აშ-შამი" იმ კოალიციაში შედის, რომელიც სირიის მმართველობას უწევს წინააღმდეგობას. ეს გაერთიანება 2015 წლის მარტში შეიქმნა, მასში ასევე ჩართულია "ალ-ქაიდას" სირიული ფრთა და სხვა ნაკლებად მსხვილი დაჯგუფებები. კოალიციას იდლიბის პროვინციის საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს.

რამდენად შეძლებს დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას ლიდერის გარეშე დარჩენილი ორგანიზაცია უცნობია. ფაქტია, რუსული და ირანული სამხედრო ძალების დახმარებით ბაშარ ასადის რეჟიმი სირიაში კვლავ საკმაოდ ძლიერია. 0

ავტორი: