უგემრიელესი ტორტი — "პარიზული კოქტეილი" უგემრიელესი ტორტი — "პარიზული კოქტეილი" /> "/> " />


  11:21:21     13-10-2015

უგემრიელესი ტორტი — "პარიზული კოქტეილი"

a43416.jpg

ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

3 ს.კ თაფლი;
150 გ. შაქარი;
180 მლ. მდუღარე წყალი;
3 ს.კ მცენარეული ზეთი;
500 გ. ფქვილი;
1 ჩ.კ სოდა.


კრემის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

250 გ. კარაქი;
600 მლ. რძე;
3 ც. კვერცხი;
1 ს.კ ფქვილი;
1ს.კ  შაქარი;
ვანილი;
100 გ. თხილი და ნუში.

მომზადება:
ცომისთვის აურიეთ თაფლი, შაქარი, მცენარეული ზეთი, წყალი და დადგით ცეცხლზე, ხოლო როდესაც ადუღდება გამორთეთ გაზი და დაუმატეთ ფქვილი და სოდა.  კარგად აურიეთ მიღებული ცომი და დაყავით 6-7 ნაწილად;

ცომი თხლად გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, იქამდე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ცომის ფორმა მრგვალი ან ოთხკუთხედი უნდა იყოს; 

კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და შეურიეთ ფქვილს, დაასხით ცივი რძე და ცეცხლზე იქამდე ურიეთ, ვიდრე არ ადუღდება და შესქელდება. შემდეგ გააგრილეთ. ბოლოს კი შეურიეთ  კარგად ათქვეფილი კარაქი, კონიკი, ვანილი და წვრილად დაფქვილი თხილი და ნუში; 

წაუსვით კრემი(უკეთესია ოდნავ თბილი) ფირფიტებს და შედგით მაცივარში.

მიირთვით გემრიელად!
0

ავტორი: