რას წერს ეშტონ კატჩერი "ალი და ნინოს" შესახებ რას წერს ეშტონ კატჩერი "ალი და ნინოს" შესახებ /> "/> " />


  14:29:27     12-10-2015

რას წერს ეშტონ კატჩერი "ალი და ნინოს" შესახებ

a43321.jpg

ცნობილმა  ჰოლივუდელმა მსახიობმა, ეშტონ კატჩერმა საკუთარი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლოს, ალის და ნინოს ქანდაკების შესახებ სტატია გააზიარა.

"ის მართლაც მოძრაობს", -  წერს ქანდაკების სტრუქტურით მოხიბლული მსახიობი.

კატჩერის პოსტს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ქართველმა თაყვანისმცემლებმა მსახიობს საქართველოში ვიზიტი და ალის და ნინოს სიყვარულის შესახებ ფილმის გადაღება ურჩიეს, უცხოელებმა კი მადლობა გადაუხადეს მშვენიერების გაზიარებისთვის. ვნახოთ, იქნებ ჰოლივუდური წყვილი (ეშტონ კატჩერი, ცნობილი მსახიობის მილა კუნისის მეუღლეა) ალის და ნინოს ქანდაკების სილამაზემ მართლა ჩამოიტყუოს საქართველოში.

ეშტონ კატჩერი არ არის ერთადერთი, ვისაც ალის და ნინოს საოცარი სიყვარულის ამსახველი ქანდაკება აღაფრთოვანებს, უცხოურ პრესაში ხშირად წერენ მისი ორიგინალური კონცეფციის და სიმბოლური დანიშნულების შესახებ.

ეს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლოა, ქალისა და მამაკაცის ფიგურები ნელ-ნელა უახლოვდებიან და კვეთენ ერთმანეთს, შემდეგ კი თავიანთ საყვარელ ადამიანს უკან ტოვებენ - წერენ სოციალურ ქსელებში თამარ კვესიტაძის ნამუშევრით განცვიფრებული ტურისტები.

ალისა და ნინოს ქანდაკება ბათუმში 2011 წლიდან დგას, თუმცა, 2015 წლის აგვისტოში ქანდაკების ერთი ნაწილი (ნინოს ფიგურა) გადატანისას დაზიანდა.

საბედნიეროდ, მისი აღდგენა მოხერხდა და ბათუმში ჩასულ ადამიანებს კვლავ შეუძლიათ ნახონ ქანდაკებაში გამოხატული მარადიული სიყვარულის ამბავი. 0

ავტორი: