22:12:37     11-10-2015
თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სომხეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სომხეთის საჰაერო სივრცე ბოლო დღეებში უკვე ორჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის მთავარ სამმართველოში ოფიციალურად განაცხადეს.
"თურქეთის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავებმა სომხეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. კომპანია ,,არმაერო ნავიგაციის” დისპეჩერები თურქ კოლეგებს დაუკავშირდნენ, რომლებმად მომხდარი უამინდობით ახსნეს”, – აცხადებენ უწყებაში.
თურქულმა თვითმფრინავებმა საჰაერო სივრცე ქალაქ არმავირის მიმართულებით დაარღვიეს .
0