ელიტური ფრანგული ლეგიონი, უცხოელებისათვის ელიტური ფრანგული ლეგიონი, უცხოელებისათვის />


  11:24:09     30-03-2011

ელიტური ფრანგული ლეგიონი, უცხოელებისათვის

a4542.jpg

ფრანგული უცხოური ლეგიონი ფრანგული არმიის უნიკალურ ქვეით დანაყოფს წარმოადგენს. ის 1831 წელს, სხვა ქვეყნების მოხალისეებისაგან დაკომპლექტდა, რომელთაც დროებითი კონტრაქტი გააფორმეს, ფრანგულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დასაწყებად.

ლეგიონის დაფუძნების მიზანს უცხოეთის მოქალაქეების ფრანგულ არმიაში მოზიდვა წარმოადგენდა, მე-19 საუკუნეში საფრანგეთის კოლონიალური იმპერიის საზღვრების გაფართოების მიზნით. დროთა განმავლობაში, უცხოეთის ლეგიონი ფრანგული შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი გახდა. მან სტრუქტურა კოლონიალური იმპერიის დაცემის შემდეგაც შეინარჩუნა, გადაიტანა ორი მსოფლიო ომი და ლეგენდარულ ქვედანაყოფად იქცა.

დღესდღეობით, უცხოეთის ლეგიონი ელიტური სამხედრო ქვედანაყოფია, რომლის მებრძოლები გამოირჩევიან ბრწყინვალე ფიზიკური მომზადების დონით, ემოციური სტაბილურობით, ძლიერი კოლექტიური სულით. ლეგიონში ნებისმიერი წარმომავლობის, ეროვნების, სარწმუნოების, სოციალური სტატუსის და მატერიალური მდგომარეობის ადამიანს იღებენ.

ამ დროისათვის, ლეგიონი 7700 ადამიანს ითვლის, რომელთაც სამსახურის დასრულების შემდეგ, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ საფრანგეთის მოქალაქეობა ან ქვეყანაში ცხოვრების უფლება, ასევე, აუცილებელი დახმარება სამოქალაქო ცხოვრებაში დასაბრუნებლად.

უცხოეთის ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეები საფრანგეთის სახელმწიფოს ინტერესებს ევროკავშირის და ნატოს ფარგლებში იცავენ. კერძოდ, საფრანგეთის მოქალაქეებს, უცხოეთში არსებული საფრთხეებისგან, გაეროს ეგიდით მონაწილეობენ შეტაკებებში, ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ავღანეთი, კოსოვო. ადამიანებს ეხმარებიან ევაკუირებაში და მათ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.

ამის გამო, მებრძოლები ფლობენ საკმარის მომზადებას ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაციების საწარმოებლად, მძევლების გამოსახსნელად, შეუძლიათ აწარმოონ სადღეღამისო ბრძოლა შეუჩერებლად და ასევე იბრძოლონ ჯუნგლების პირობებში.

ფრანგულ სამხედრო ლეგიონს საკუთარი ხასიათობრივი განსხვავები აქვს: ფორმა – მწვანე-წითელ ფერებში, დევიზი – “ლეგიონი – ჩვენი მამულია,” სიმღერა, მუსიკალური აკომპანიმენტის სახით და მისალმების განსაკუთრებული ცერემონია.

0

ავტორი: