13:02:17     09-10-2015
საუდის არაბეთი, რუსეთის საპასუხოდ, სირიელ მეამბოხეებს დაეხმარება
რუსული ოპერაციების საპასუხოდ საუდის არაბეთმა გაზარდა იარაღის მიწოდება სამი სირიული ოპოზიციური დაჯგუფებისათვის. საუბარია ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე, რომელსაც მიიღებენ თავისუფალი სირიული არმიის და "სამხრეთ ფრონტის" წარმომადგენლები, რომლებიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის სამხედრო ძალებს ებრძვიან.
გარდა ამისა, საუდის არაბეთი არ გამორიცხავს "სახმელეთო-საჰაერო" ტიპის რაკეტების მიწოდებასაც (ასეთი რაკეტების წინააღმდეგ ბევრი დასავლური ქვეყანა გამოდის).
საუდის არაბეთის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ დაეხმარება იარაღით "ისალმურ სახელწიფოს" და ასევე "ან-ნუსრას" დაჯგუფებას.
დასავლეთისა და ამერიკის მსგავსად, საუდის არაბეთშიც ფიქრობენ, რომ სირიასა და რუსეთს მიაქვთ ავიაიერიშები არა "ისლამური სახელმწიფოზე" არამედ ოპოზიციის პოზიციებაზე და ამით ეხმარებიან ასადის რეჟიმს.
8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე რუსული თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ ინფორმაციას მითი უწოდა.
"ეს ყველაფერი მოდის ანონიმური დასავლური წყაროებიდან. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს ოფიციალური ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების და მისი მიზნების შესახებ",-განაცხადა მარია ზახაროვამ.
2 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ყატარი, საუდის არაბეთი) მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა დარტყმები სირიული ოპოზიციის პოზიციებაზე.
კოალიციის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვის მოქმედებებმა შესაძლოა მსოფლიო მიიყვანოს კონფლიქტის სამომავლო ესკალაციამდე და გამოიწვიოს ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გამძაფრება სირიაში.
0