ფიდელ კასტრომ ნატო გააკრიტიკა ფიდელ კასტრომ ნატო გააკრიტიკა />


  11:14:08     30-03-2011

ფიდელ კასტრომ ნატო გააკრიტიკა

a4540.jpg

კუბის ექს-პრეზიდენტი თავის ამპლუაშია. განრისხებულმა ფიდელ კასტრომ ნატოს მოქმედებებს ლიბიაში “ფაშისტური ომი” უწოდა და კოალიციის ქმედებები ლიბიის წინააღმდეგ, ემოციურად დაგმო.

კასტრომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი გაამხნევა და თავდადებული ბრძოლისაკენ მოუწოდა. “თუ კადაფი, როგორც ლიბიელ ხალხს დაპირდა, უკანასკნელ ამოსუთქვამდე იბრძოლებს და გაუძლებს იმ ყველაზე სერიოზულ დაბომბვებს, რაც მის ქვეყანას როდესმე უნახავს, საკუთარ ჭუჭყში ჩაახრჩობს ნატოს და მის კრიმინალურ რეჟიმს,” – კატეგორიული ტონით განაცხადა “კუბის რევოლუციის მამამ.”

ცნობილია, რომ ფიდელ კასტრო მუამარ კადაფის უკვე დიდი ხანია პირადად იცნობს და მასთან მეგობრობს კიდეც. კუბის ყოფილი ლიდერი, ამჟამად, იმასაც აღნიშნავს, რომ ორ პოლიტიკოსს ურთიერთგაგებაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და რელიგიური რწმენა არ უშლით ხელს.

ფიდელ კასტროს ამ სკანდალურ განცხადებებს სააგენტო “AFP” ავრცელებს.

0

ავტორი: