11:06:09     09-10-2015
მარტივად მოსამზადებელი, სასარგებლო და უგემრიელესი კექსი ჩირით
კექსი, რომლის მომზადებასაც დღეს გასწავლით, შედგება ბევრი კენკრის ჩირისგან და ძალიან ცოტა ცომისგან, შესაბამისად კექსი საბოლოოდ ძალიან გემრიელი და სასარგებლოა. ყველაფერთან ერთად კი მარტივად მზადდება და არც დიდ დროს მოითხოვს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
300-400 გ. ერთმანეთთან შეზავებული თხილი და ჩირი(ავტორმა გამოიყენა ქიშმიშის ორი სახეობა, შავი ქლიავის ჩირი, ხმელი მოცვი, ლეღვი და ნიგოზი;
2 ც. კვერცხი;
6 ს.კ ყავისფერი შაქარი;
6 ს.კ ფქვილი;
1/2 ჩ.კ გამაფხვიერებელი.
მომზადება:
გარგრის და შავი ქლიავის ჩირს ვჭრით, ვურევთ თხილთან და დანარჩენ ჩირთან ერთად; კვერცხს ვთქვეფთ და ვამატებთ სხვადასხვა ჩირის ნაზავს;ვამატებთ შაქარს, ფქვილს, გამაფხვიერებელს და ვურევთ ერთმანეთში;გამოსაცხობ ფორმას წავუსვამთ კარაქს და მიღებულ მასას მოვათავსებს მასში, ხოლო ფორმას ღუმელში 180 გრადუსზე ვათავსებთ, 45 წთ-ის განმავლობაში.
0