ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ბელორუსი მწერალი გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ბელორუსი მწერალი გახდა />


  16:27:22     08-10-2015

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ბელორუსი მწერალი გახდა

a43202.jpg

2015 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ბელორუსმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა მიიღო "მისი პროზის მრავალხმიანობის, ტანჯვისა და გამბედაობისთვის". ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი,ნობელის პრემიის საზეიმო გადაცემის ცერემონია კი 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.

სვეტლანა ალექსიევიჩი რუსულენოვანი ბელორუსი მწერალია, შეიძლება ითქვას უკვე კლასიკოსი. ის თავის წიგნებში საბჭოთა ეპოქას, როგორც თვითონ უწოდებს "წითელი ადამიანის" ეპოქას აღწერს.

იგი ხვდება ადამიანებს ვინც მეოცე საუკუნის "წითელი" პერიოდი პირადად გამოიარა და შემდეგ მათ ამბებს მხატვრულ ნაწარმოებებად აქცევს.

მისი წიგნები მსოფლიოს 22 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულადაც. ალექსივიჩის "ჩერნობილის ლოცვას" წიგნის მაღაზიებში ადვილად იპოვით.

ალექსიევიჩს არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული. მათ შორის – მედიჩების პრემია და წლის საუკეთესო წიგნის პრემია (2013, პარიზი); გერმანელი გამომცემლებისა და წიგნის გამავრცელებლების მშვიდობის პრემია (2013, ფრანკფურტი); ცენტრალური ევროპის ლიტერატურული პრემია „ანგელუსი“ (2013,პოლონეთი), ამერიკელ კრიტიკოსთა პრემია წიგნისთვის „ჩერნობილის ლოცვა“ (2006, აშშ) და მრავალი სხვა.

ბელარუსი მწერლის გარდა,პრემიაზე ერთ-ერთი ფავორიტი პრეტენდენტი იაპონელი ჰარუკი მურაკამიც იყო, ასევე კენიელი ნგუგი ვა ტიონგო და ნორვეგიელი დრამატურგი იუნ ფოსე, თუმცა სვეტლანა ალექსიევიჩმა მაინც მოახერცა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მიღება, რაც მისი რეალისტური და საოცრად მძაფრი წერის სტილის დამსახურებაა. 0

ავტორი: